ნინო ლომჯარიას თქმით, საჯარო პირების შეფასებებს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს და ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს.
„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებენ მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეს მესიჯი ისე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ძალადობა არაქართულია და მისთვის მიუღებელია.
„მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე... კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით, დამალვით, არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.