weather cur horoscope tv
მარტი 15, 2024

„ოცნების“ დეპუტატი მკოიანი პეტროსიანს მისდევს და ისვრის - მარტის ინციდენტის ვიდეო

12:37 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც 2020 წლის 26 მარტს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში ჩანს, „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც იარაღით ხელში მიდის ხალხის ჯგუფის, მათ შორის პოლიციელების მიმართულებით და რამდენჯერმე ისვრის.

კადრებში, მკოიანის გვერდით ჩანს კიდევ ერთში შეაირაღებული მამაკაცი. ვიდეო დაახლოებით 15:30 საათზეა გადაღებული. დაპირისპირების ამსახველი, თუმცა უფრო შორიდან გადაღებული ვიდეო, ენზელ მკოიანმა აპრილში გაავრცელა.

26 მარტს ერთმანეთს ენზელ მკოიანი და ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ. ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მის ძმისშვილს, 19 წლის არმენ მკოიანსა და პეტროსიანის შვილს შორის მოხდა. მკოიანი აცხადებდა, რომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ სამველ პეტროსიანი თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისი მოკვლა სცადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, მან ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

სამველ პეტროსიანის ვერსიით კი, მისი მიმართულებით პირველად მოქმედმა დეპუტატმა სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც თავადაც ამოიღო იარაღი და ჰაერში, თავდაცვის მიზნით ისროლა.

28 მარტს სამართალდამცველებმა სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი დააკავეს. პროკურატურა მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). სასამართლომ ბრალდებულებს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამველ პეტროსიანი და არმენ მკოიანი წინასწარი პატიმრობიდან ივნისში, გირაოს სახით 20-20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]