ეზუგბაიას თქმით, გარდაბნის რაიონში კვლევის შედეგად COVID-19-ის ათი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა საზღვარზე შემოსული სატვირთო მანქანის ხუთ მძღოლს, კიდევ ხუთ ადამიანს ვირუსი ინფიცირებულისგან გადაედო, ხოლო ორი პაციენტის დაავადების წყარო ამ დროისთვის უცნობია.
ბოლო კვირის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 34 შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით, გარდაბნის რაიონის სოფლების ჩაკეტვა, ამ ეტპზე, არ იგეგმება.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1073 ფაქტი დადასტურდა. აქედან 907 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.