weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც გაგრძელდება

16:34 პარასკევი, 24 ივლისი 2020

ჯერჯერობით დაუდგენელ გარემოებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია დაემატა. როგორც გარდაცვლილი ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს, რაც მხარეს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას მისცემს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალაში ცხოვრობდა. ის სახლიდან 18 ივლისს, დილით საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 18 ივლისს, საღამოს მიიღეს. 19 ივლისს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბაჩალიაშვილის ავტომობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიანმა“ კამერამ დააფიქსირა. აქედან მისი კვალი დაიკარგა. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

შსს-ს განცხადებით, დაკარგულის სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. ამის მიუხედავად, თამარ ბაჩალიაშვილი მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს გარდაცვლილი. ავტომობილი და ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე არასრულწლოვანმა მწყემსმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.

შსს-ს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართულია ცენტრ „ემპათიას“ დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალის სიკვდილის ხანდაზმულობაა 3-5 დღეა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შედეგების თანახმად, გვამზე ხილული ტრავმული დაზიანებების კვალი არ იქნა აღმოჩენილი, ხოლო სხეულის ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შორსწასული გვამური მოვლენების გამო, შეუძლებელი იყო. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენისათვის აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]