weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა თანამდებობები დატოვეს

18:06 პარასკევი, 31 ივლისი 2020

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ გაავრცელა.

კერძოდ, თანამდებობები დატოვეს:

  • ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც კახეთის გუბერნატორი იყო. ის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გუბერნატორის მოვალეობას ქადაგიშვილის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.
  • გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორი იყო და გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა;
  • შალვა კერესელიძემ, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გხადა;
  • ნოდარ ტურძელაძემ, რომელიც ვაკის რაიონის გამგებელი იყო და ამავე რაიონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს;
  • ზაალ მიქელაძემ, რომელიც აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ის „ქართულმა ოცნებამ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მინისტრის მოვალეობას მიქელაძის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე შეასრულებს;
  • რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რომელიც აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, პარტიის განცხადებით, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატი პროპორციულად, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]