ქვეითები, რომელთაც ავტომობილი დაეჯახა, ტურისტები არიან. ისინი ბათუმში დასასვენებლად ყაზახეთიდან ჩავიდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთშიც. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი სამი ახალგაზრდა დაშავდა.