weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუდაუთის საავადმყოფოში დასახმარებლად შესაძლოა რუსი ექიმები ჩაიყვანონ

10:34 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას განცხადებით, დღეს, 4 აგვისტოს, აფხაზეთში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩავა და დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც წახნაკიამ განაცხადა, შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად გუდაუთის ჰოსპიტალში, სადაც ბოლო ინფორმაციით 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რუსი ექიმების მივლინებას განიხილავენ.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რადგან არ გვყოფნის სპეციალისტები, პირველ რიგში, რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები.

თუ გუდაუთის ჰოსპიტალში პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, მორიგე ბრიგადების რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. ჩვენი ძალებით გაგვიჭირდება გამკლავება, დაგვჭირდება რუსი კოლეგების დახმარება“, - განაცხადა წახნაკიამ.

22 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 60 შემთხვევა დადასტურდა, საერთო ჯამში კი ინფიცირებულთა რიცხვი 98-ია, საიდანაც 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. პირველ აგვისტოს, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში, შემდეგ კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 57 წლის ქალი გადმოიყვანეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის , ლევან გოფოძის განცხადებით, ქალი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ის აფხაზეთში მკურნალობდა, მაგრამ იქ სიტუაცია ვეღარ მართეს და პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარი პირველ აგვისტოს გაიხსნა. ორ დღეში საზღვარი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. უცნობია, რამდენი რუსი მოგზაური შევიდა ოკუპირებულ რეგიონში.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]