weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილს – ბაჩალიაშვილის დედა

13:55 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020
ფოტო © Tornike Mandaria / RFE/RL ფოტო © Tornike Mandaria / RFE/RL

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს საქართველოს გენერალურ პორკურატურასთან მივიდნენ. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, არ სჯერა კომპიუტერის ექსპერტიზის იმ დასკვნის, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობაზე მიანიშნებს.

თეონა თამაზაშვილის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს, თუ მას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დაადასტურებს. ბაჩალიაშვილები ელოდებიან პროკურატურის პასუხს, როდის ჩაერთვება FBI გამოძიებაში.

„გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მატყუარები არიან. ალბათ ღამე არ სძინავთ, სიმშვიდე აქვთ დაკარგული, რომ სად რა გამოთხარონ და ამოიღონ... იმიტომ, რომ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია, იმიტომ, რომ თვითონ არიან გარეულები და ხელი აქვთ გასვრილი ჩემი შვილის მკვლელობაში.

დღეს აქ მოვედი, რომ განვაცხადო - უკვე მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და დღეიდან აქ ვიწყებ შიმშილს“, – თქვა გარდაცვლილის დედამ.

ჟურნალისტებთან განცხადება ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსია გამოიძიოს.

„მთელი ლეპტოპი აბსოლუტურად გაუბედურებულია, წაშლილია ყველაფერი და ეს არის პირდაპირ მიმართული იქითკენ, რომ გადაწყვეტილი აქვთ, საქმე არ გამოიძიონ  და ამყარებს ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ მკვლელობას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ პორტატულ კომპიუტერზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ტამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის მეთოდებისა და გზების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციას იძიებდა. გარდა ამისა, როგორც შსს აცხადებს, გაუჩინარების წინა დღეს, 17 ივლისს, ბაჩალიაშვილი GOOGLE-ის საძიებო სისტემაში იმ მედიკამენტებს ეძებდა, რომელთა ნაწილი 22 ივლისს, მისი ცხედრის პოვნის დღეს, ავტომობილში აღმოჩნდა. შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი მისი გარდაცვალების შემთხვევაში საკუთარი Facebook-გვერდის გაუქმების შესახებაც ეძებდა ინფორმაციას.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი – 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით. ოჯახის მოთხოვნის შემდეგ, შსს-მ განაცხადა, რომ მზად არის საქმის გამოძიებაში FBI ჩართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]