weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი ადამიანი დააკავა

13:43 შაბათი, 05 აგვისტო 2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ „ექსტაზი“ და „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება აღმოაჩნდათ.

„სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის სულ 5 პირია დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს.

GEM fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გადაიყვანეს, რომელიც გარდაიცვალა. საავადმყოფოში მოათავსეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. წინასწარი შეფასებით, ახალგაზრდები დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის გამო გახდნენ ცუდად.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]