სამი შემთხვევა დაფიქსირებულია მესტიის მუნიციპალიტეტში, მათ შორის არიან მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციელი და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. მე-11 ინფიცირებულს, დაცვის პოლიციის ინსპექტორს ვირუსი თბილისში დაუდასტურდა.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში“, – აცხადებს შსს.
მათივე ცნობით, ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.
შსს-ს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს“, – აცხადებს შსს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელშიც 2020 წლის 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობაა ასახული, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი - 46.6% (127 შემთხვევა) რუსეთზე მოდიოდა.