weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

30 შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის კერასთან, ეს ძალიან ბევრია – იმნაძე

12:38 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

„ლენჯერში და ლენჯერის შემთხვევასთან კავშირის მქონე უკვე შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5 შემთხვევა უკვე თბილისში მყოფ ამ ოჯახის წევრებს და ნათესავებს დაუდასტურდათ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, გუშინ, მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ჩატარებული 400 ტესტიდან 12 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა.

„ჯამში, გუშინ 1000 ადამიანის გამოკვლევა მოხდა. 600-მდე ტესტი ჩასულია ქუთაისში, 400-ზე მეტი კი ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზები. გუშინ ტესტირება ოთხ სოფელში ჩატარდა და დღეს კიდევ გაფართოვბდება არეალი. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის კერასთან. ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა ძალიან ოპერატიული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება. მაგრამ

მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, რომ თუ ქვეყანაში ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ, რომ არანაირი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები.

თუ თითოეული ჩვენთაგანი ყველაგან საქართველოში და განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, შავიზღვისპირეთში და კახეთში (იქაც უამრავი ადამიანია დასასვენებლად წასული) არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეში არ გვექნება ნიღაბი და არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ აღარ იქნება ასეთი სიტუაცია ქვეყანაში და ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც... ძალიან კარგად იცით რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, – აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ მიმართა მიზნესმენებსაც და მოუწოდა მათ საკუთრებაში არსებულ სასტუმროებსა თუ რესტორნებში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან: „ამაზე იქნება დამოკიდებული რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენთაგანის მიერ წესების დაცვა“.

იმნაძემ კომენტარი გააკეთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ იქ ვითარება კონტროლირებადია და „არ ჩანს, რომ ისეთივე მდგომარეობა შეიქმნება“, როგორიც მესტიაშია.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს, მას შემდეგ დაწესდა, რაც ორ დღეში კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ხოლო ყველას, ვინც მესტიას დატოვებს, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 11 აგვისტოს საკარანტინო ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს.

 

ამ თემაზე:

12 ახალი შემთხვევა მესტიაში, სრული სურათი დღის ბოლოს გვექნება – გიორგი გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]