weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქუთაისის უნივერსიტეტს კიბოს მკურნალობის და კვლევითი ცენტრი დაემატება – გახარია

16:51 ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020

„ძალიან კარგად მახსოვს აქ რა ხდებოდა. აქ იყო ჭაობი და ახლა რასაც ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ.

გახარიას განცხადებით, ქუთაისში მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც „სულ მალე“ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და უცხოელი სტუდენტები ისწავლიან. მისივე თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტს ექნება ერთობლივი კურსები და პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან.

„ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ხვალიდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ, მათ შესაძლებლობას მისცემს გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ, ქვეყნის წინსვლა და შემდგომი განვითარება იქნება ძალზედ პრობლემური.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ხელისუფლებისთვის განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა თავიდან ბოლომდე.

ეს დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიციაა. გარდა ამისა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიციას და ადრონული კოლაიდერი შესძენს დამატებით ფუნქციას. ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი ხდება.

„ეს არ არის ბოლო პროექტი ქუთაისისთვის. ქუთაისს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ეს არის როგორც საგანმანათლებლო, ტურისტული, ასევე ინდუსტრიული, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით. ქუთაისს ისტორიულადაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ქვეყნის განვითარებაში და ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა წელს დასრულდება და სექტემბერში ამ შენობაში „პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ“.

 

ამ თემაზე:

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის „დასაკეტად“ ბოქლომსა და ჯაჭვს უგზავნის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]