weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშეთში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

14:52 პარასკევი, 14 აგვისტო 2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მცხოვრებ 29 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ანდრიაშვილმა რეგინფოს უთხრა, რომ ეს დუშეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

29 წლის მამაკაცს, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობდა, ვირუსი დუშეთის საავადმყოფოში გუშინ დაუდასტურდა. ის სამკურნალოდ მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

„პაციენტი დუშეთის საავადმყოფოში დაწვა და რადგან სიცხე ჰქონდა 37.5, ტესტი ჩაუტარდა. იმ დღეებში, როდესაც ავად გახდა, მასთან შეხება მხოლოდ მამას ჰქონდა, შესაბამისად, ის საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი“, – განაცხადა თამარ ანდრიაშვილმა. 

მამაკაცის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 ინფიცირებული მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემთან არის დაკავშირებული, ხოლო 11 ახალ პაციენტს კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 1306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1085 ინფიცირებული უკვე განკურნებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]