თბილისში მდებარე ბარმა „ბაუჰაუსმა“ ორი თანამშრომლის - გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის გვერდზე 16 აგვისტოს, ღამის ორ საათზე გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები ბარიდან 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ.
შსს-ს ცნობით, ბარის თანამშრომლების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე მიიღეს.
„პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, – აცხადებს შსს.
პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გიორგი შალამბერიძეს ამ დრომდე ეძებენ.
ამ თემაზე:
მტკვარში „ბაუჰაუსის“ მეორე დაკარგული თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს