„მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთის ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ისინი ფოკას დედათა მონასტერს სტუმრობდნენ.