შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, მძღოლი ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 38 წლის შ.მ.-ს და 5 წლის ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.