weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილის ცემისთვის პანკისში მეორე ახალგაზრდა დააკავეს

14:21 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 აგვისტოს, პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. ამავე საქმეზე პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

„მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

 

გელა წელაურსა და მის არასწრულწლოვან შვილს პანკისში იმის გამო სცემეს, რომ ქუჩაში შორტები ეცვათ. გელა წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც. 

მამა-შვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იცავს და მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო ძალადობის პირველი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]