weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ მოუწევთ

23:11 შაბათი, 22 აგვისტო 2020

ნადირობის დროს, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი რეგულაცია ძალაში დღეს, 22 აგვისტოს შევიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები მოსაკრებლის გადახდის ფაქტს ელექტრონულ სისტემაში შეამოწმებენ.

„ვინაიდან მოსაკრებლის გადახდა ხაზინაში შესაძლებელია აისახოს არამყისიერად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ხოლო შემდგომში ამის ვალდებულება მას არ ექნება“, აცხადებს დეპარტამენტი. 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს გაიხსნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში  მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]