weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია – ეზუგბაია

12:13 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, ორი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთიც სამედიცინო პერსონალიდანაა.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1421 შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა. ერთის წყარო ლენჯერია, ორის წყარო დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად არის 1150“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება, ხოლო 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არიან მოთავსებული.

გუშინ და დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, ხოლო მეორე - სახლში. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევაა დადასტურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]