weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

11 წლის ბავშვის საქმეზე დაკავებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16:23 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ფრიდონ აბჟანდაძეს, რომელსაც ბრალად 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძის განცხადებით, საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირები, რომლებიც ბრალდებულის ოჯახის წევრები და მასთან ახლო  ურთიერთობაში მყოფი პირები არიან, მიუთითებენ წარსულში, არაერთხელ ფრიდონ აბჟანდაძის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ სისტემატურად განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე.

„იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოუყენებლობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს“, - განაცხადა მოსამართლემ.

საქმეზე წინასამართლო სხდომა 19 ოქრომბერს, 15 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფრიდონ აბჟანდაძე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს. გამოძიების მტკიცებით, მამის მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ბავშვი იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 23 აგვისტოს ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცველებმა მამა იმავე დღეს დააკავეს, 25 აგვისტოს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა.

პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე.

11 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და მეზობლები მედიასთანაც ადასტურებენ, რომ მამა შვილზე ძალადობდა. ამასთან, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ „ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა იმ ოჯახში“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა და შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]