weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ასპინძაში გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს ბრალი 3 მუხლით წარედგინა

13:02 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მოქალაქის გატაცებისა და ცემის საქმეზე გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს, კუკური პლაჭიაშვილს და ამავე სოფელში მცხოვრებ ირაკლი გოგალაძეს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა. მათ ბრალად ედებათ მანუჩარ მურადაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მასზე ძალადობა და იძულება.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, ხიზაბავრაში, კუკური პლაჭიაშვილმა და ირაკლი გოგალაძემ, იმ მოტივით, რომ მანუჩარ მურადაშვილს ეღიარებინა პლაჭიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ფულის ქურდობა, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

„ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით, მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კუკური პლაჭიაშვილი და ირაკლი გოგალაძე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კუკური პლაჭიაშვილი ხიზაბავრაში გამგებლის წარმომადგენლად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მუშაობდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]