weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე – მეუფე ხელოვნურ განაყოფიერებაზე

18:26 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის ყოლას ეხება.

მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება.

„ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი? იცით ეს? ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად. კი არ ვეწინააღმდეგები, გეუბნებით, რაც არის.

როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაბადებულია ბავშვი, ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად... ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

25 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც , 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ექსტრაკორპორული გზით ბავშვის ყოლა შეეძლებათ მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც სულ მცირე ერთი წელი არიან დაქორწინებულები ან სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში.

იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ ბრძანებაში შესული ცვლილება ეხება სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას და არა in vitro ანუ ხელოვნურ განაყოფიერებას. სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. იუსტიციის სამინისტროს ტანახმად, სახელმწიფომ ასევე უნდა დაიცვასსუროგატი დედის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]