სოფელ ძიმითში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გოგონები მდინარეში სურათის გადასაღებად შევიდნენ, როდესაც დინებამ გაიტაცა. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს კი დღეს საღამოს მიაკვლიეს.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.