weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი „ავერსის“ კლინიკის ექიმს დაუდასტურდა

18:32 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციის მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ინფიცირებული „ავერსის“ კლინიკის ექიმია. 

მინისტრის თქმით, „ოაზისი“ გარკვეული ვადით ჩაიკეტება. 

„ამ კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ კლინიკის წარმომადგენელია. თუმცა, ეს, ამ ეტაპზე, არ უკავშირდება „ავერსის“ კლინიკაში რაიმე ინფექციის გავრცელებას. წყარო დადგენილია. დღეს, ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოკვლევა სასტუმროში.

ის ყოველივე, რაც ბათუმში, კლუბებში ხდება მნიშვნელოვნად შესაზღუდია. ჩვენ ამ ეტაპზე ვახორციელებთ დამატებით მონიტორინგს და ყველა იმ დაწესებულების გაფრთხილებას, სადაც მსგავსი ღონისძიებები იმართება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 22 ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს უკავშირდება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების მიუხედავად, ბათუმში სპეციალური საკარანტინო ზომების მიღებას არ იგეგემება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]