weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა

18:25 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

აჭარის რეგიონში, ბათუმში, კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ინფიცირებულს ორივე სკოლის თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.

„ეს პედაგოგი ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობს. შემხებლობა ჰქონდა ორივე სკოლის თანამშრომლებთან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ყველა მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევა“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ ჟურნალისტებთან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 20 აჭარის რეგიონს უკავშირდება. დღესვე კორონავირუსი დაუდასტუირდა ბათუმის ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ მამა-შვილს. PCR ტესტირების ჩატარების მიზნით, ბაზრობა ერთი დღით დაიკეტა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში, აჭარაში კორონავირუსის 156 დადებითი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 40 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება. 30 შემთხვევა დაფიქსირებულია ქობულეთში, ხოლო ერთი ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ბათუმსა და ქობულეთში, სტუდენტები და მოსწავლეები 15 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]