weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარა წითელ ზონად იქცა - ბათუმის იუსტიციის სახლმა COVID-19-ის გამო მუშაობა შეაჩერა

14:23 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

ბათუმის იუსტიციის სახლმა, თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, მუშაობა დროებით შეაჩერა. აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და მის დასადგენად გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს.

კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელსაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ხოფის ბაზრობას. დღეს ბაზრობა დაკეტილია და გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

ინფიცირებულებს შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმაც, რომელსაც საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ ჰქონდა კავშირი.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე უკვე 8 გახდა.

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,04-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და ამიტომ იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, კერძოდ, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ რეგიონის ჩაკეტვაზე ამ ეტაპზე საუბარი არის.

აჭარაში შექმნილი ეპიდ-ვითარების გამო ერთი თვით, 12 ოქტომბრისთვის გადაიდო ბათუმის ახალი სტადიონის საზეიმოდ გახსნის ღონისძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]