„ეს არის ოჯახური კონტაქტი. უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში გრიგოლიამ.
მოგვიანებით მან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, ტელევიზია ჯერჯერობით გააგრძელებს მუშაობას და ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება. ინგა გრიგოლიას თქმით, კორონავირუსის სიმპტომები არავის აღენიშნება.
დღეს კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 25 აჭარაშია დაფიქსირებული. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის 403 აქტიური შემთხვევაა.