weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

45 000 მასწავლებელს კორონავირუსზე რენდომული გამოკვლევა ჩაუტარდება

16:31 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2100-მდე ასწავლებელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

„დაახლოებით 2100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს სიები, აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. პროცესი დაიწყო და ყველა მათგანის ტესტირება მოხდება. 2100 არაფერი არაა, დღევანდელი ჩვენი სიმძლავრეებიდან გამომდინარე. დღიური ტესტირება 8000 გვაქვს, არის გაზრდის შესაძლებლობა.

რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია და აუცილებელია სწავლის დაწყებამდე მათზე ზედამხედველობა იყოს, შემუშავებულია 45 000 მასწავლებლის რენდომული ლაბორატორიული გამოკვლევის სტრატეგია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც მასწავლებელი სკოლაში მიდის არაა ინფიცირების სტადიაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დიდი ქალაქების სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გადადების გადაწყვეტილება ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში.

დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 87-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან 24 ქუთაისის საჯარო სკოლას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]