weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:26 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე – Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იზრდება: გუშინ, 11 სექტემბერს 87 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული, 10 სექტემბერს – 57 ახალი შემთხვევა, ხოლო 9 სექტემბერს – 44.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 2075 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს – მარინა ეზუგბაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]