weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს – მარინა ეზუგბაია

11:27 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარაშია გამოვლენილი, 28 – სამეგრელოში, 19 – იმერეთში, 6 – გურიაში და 18 – თბილისში.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულთა რიცხვის 158-ით გაზრდა პანიკის საფუძველი არ არის.

„ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი – 158 – ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. შედარებით მშვიდად ვიყოთ. მინდა ავხსნა, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი: გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა-დადასტურება. შემიძლია გითხრათ, რომ ამ 158-ის ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ ბათუმში და იქ თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ.

ასეთი სწრაფი კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა საშუალებას იძლევა, მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც ჩვენ, მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს.

ასევე ლოკალიზებულია ცაგერი. აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების ძალიან აქტიური გამოვლენა ხდება და აქტიური გამოვლენის შედეგად, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.

ეს არის იმის საფუძველი, რომ შემდგომში ჩვენ მივდივართ დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ, რაც კარგი გამოსავალია, რომ ახლადწარმოქმნილი კლასტერების დროული ლიკვიდაცია მოხდეს. დარწმუნებული ვართ სიტუაცია ისეთივე კონტროლირებადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეები არ უნდა შეშინდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ დაიცვან: „პირიქით, ეს რიცხვი გვეუბნება, რომ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ საკუთარი თავის მიმართ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]