weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში შსს-ს თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა

14:05 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სიღნაღში ინფექცია დაუდასტურდა შსს-ს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის თანამშრომელსაც.

14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

„ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებს სამინისტრო.

დაინფიცირებულებს კლინიკაში მკურნალობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ს განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]