weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

09:31 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020
ფოტოზე რამაზ ხარაზიშვილი ფოტოზე რამაზ ხარაზიშვილი

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

„იუნკერების“ კაპიტანი და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრი რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მერაბ ბესელია მცხეთაში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]