weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება

10:21 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ასევე ტარდება ტესტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, 16 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]