weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში გამოკვლეული 1272 ადამიანიდან COVID-19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

13:41 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„კახეთში დარეგისტრირებული იყო 28 დადასტურებული შემთხვევა. ამას დაემატა ერთი დადასტურებული შემთხვევა ლაგოდეხის რაიონში. დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს სულ 29 შემთხვევა და მათი განაწილება ასეთია: მატანი, ახმეტის რაიონი – 13 შემთხვევა; ველისციხე, გურჯაანის რაიონი – 2 შემთხვევა, სიღნაღი – 2 შემთხვევა და ლაგოდეხი – 7 შემთხვევა.

520 ნიმუში იყო კვლევაში დარჩენილი და გუშინ საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ 520-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. გუშინ გაგზავნილი 752 ნიმუშის კვლევის შედეგების შესახებ ღამის 12 საათზე შევიტყვეთ – მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა იყო დადებითი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ასე ნაწილდება: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 4, კახეთი – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]