„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი ძალებით ეძებდნენ. თუმცა, წყლის სიღრმის გამო, მყვინთავების ჩართვა გახდა საჭირო. მყვინთავები თბილისიდან ასპინძაში გამთენიისას გამოჩდნენ.
დაღუპული ბავშვი წარმოშობით ნიჯგორიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობდა. იგი სოფელში, ბებიასთან დასასვენებლად იყო ჩამოსული. ადგილობრივების თქმით, ბავშვი თანატოლებთან ერთად თევზაობდა. ის მუხლებამდე წყალში იყო შესული, რა დროსაც მოულოდნელად მოვარდნილ ნაკადში გაუჩინარდა.
რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონები დაიხრჩვნენ.