weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

აჭარაში კორონავირუსის 129 შემთხვევა დადასტურდა, თბილისში – 34, იმერეთში – 11

11:19 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 182 ახალი შემთხვევიდან 129 ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევშია გამოვლენილი.

მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, 182 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება

129 – აჭარა (ბათუმი - 114, ქობულეთი -11, ქედა - 3, შუახევი -1)

34 – თბილისი

11– იმერეთი

4 – ქვემო ქართლი, რუსთავი

3 – გურია

1– კახეთი

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა მხოლოდ 13-ით: იყო 1422 და გახდა 1435. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელია - 46%. კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ არის 1657 პაციენტი. მათგან 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ უკვე 75-ს გადააჭარბა“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მისივე თქმით, გუშინწინ ქვეყანაში 11 125 PCR ტესტი ჩატარდა, ხოლო გუშინ – 13 226. ეზუგბაიას განმარტებით, ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]