სენაკის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა, დარეჯან ზარანდიამ ადგილობრივ სააგენტო „ლაივპრესთან“ განაცხადა, რომ გუშინ კორონავირუსზე გამოიკვლიეს 120-მდე მოსწავლე და პედაგოგი – ყველას პასუხი უარყოფითი იყო.
„მართალია, მათ არ დაუდასტურდათ, თუმცა ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და განმეორებითი ტესტირება 12 დღის შემდეგ ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ზარანდიამ.
არსებული ინფორმაციით, მასწავლებელს ბათუმიდან დაბრუნებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია დაფიქსირებული.
ამ თემაზე:
საქართველოში COVID-19-ის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა მე-20 პაციენტი