weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

16:21 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-პაციენტის გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, დღეს დაემატა. იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი გადმოყვანილი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა აქ, თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ორი პაციენტი, რომელთაც სხვა დაავადებებიც ჰქონდათ. ამ მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 22-ს მიაღწია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის აზრით, 67 წლის კაცის გარდაცვალება მისმა მთავარმა დაავადებამ გამოიწვია და არა კორონავირუსმა.

20 სექტემბერს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 60 წლის ქალი, რომელიც იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან, გუდაუთის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მასთან ერთად, ოკუპირებული რეგიონიდან გადმოიყვანეს კიდევ სამი პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]