„მატყობთ რამეში, რომ მე ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონრტროლის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია თქვენი მონა-მორჩილი და მას, თავისი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს დაუშვია... მე ბევრ ადგილზე მუმუშავია და არასოდეს, სიყალბესთან საქმე არ მქონია. ასე, რომ მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა, მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას.
ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, სადაც მთელი ქვეყნის ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება, მხოლოდ კოვიდის კი არა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულოება, რითიც ვამაყობ და მასეთ რამეს როგორ დავუშვებთ?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ (26 თებერვალი) ქვეყანაში ამ ვირუსით ინფიცირების სულ 3913 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1574 ადამიანი (40%) უკვე გამოჯანმრთელებულია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2220-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ბოლო სამი დღის განმავლობაში 4 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ამ თემაზე:
პაციენტის გარდაცვალების მიზეზია ძირითადი დაავადება და არა კორონავირუსი – ექიმი