weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას უკავშირდება

11:33 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება.

ინფიცირების დანარჩენი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

იმერეთი – 14 (აქედან თერჯოლაში 2 და ქუთაისში 12 შემთხვევა);

ქვემო ქართლი, რუსთავი – 4;

გურია – 4 (აქედან ლანჩხუთში 1 და ოზურგეთში 3 შემთხვევა);

მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი – 1;

სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 2.

დღეს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 24 გახდა. როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია, რომელიც ონკოლოგიური პაციენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოდან იმყოფებოდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი 4140 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1643 უკვე გამოჯანმრთელებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]