weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

18:40 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, ღია კენჭისყრით, გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ვასილ მაღლაფერიძე გადადგა. მან დირექტორის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა.

კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ამასთან, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]