რუსული ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აქცია ლიტვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის „მამულის კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ლიტვის პასპორტის აღებას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ეცდება.
„უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი თავს მოტყუებულად იგრძნობს, თუ ბრძოლა არ გავაგრძელე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა, სადაც დაანონსა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს შეხვედრების გამართვას.