weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღეა მოსალოდნელი – ცერცვაძე

23:05 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

„ჩემი აზრით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. იქნება სამი ასეულის ფარგლებში, მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

„შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია.

საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. 

ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებელი იმისი, როგორ უმკლავდება ქვეყანა და სახელმწიფო კოვიდპანდემიას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რაც არ უნდა გაიზარდოს, კლინიკური სექტორი იმუშავებს იმდენად ეფექტურად, რომ შეძლებს გამოაჯანმრთელოს ყველა ავადმყოფი ან მათი მაქსიმალური რაოდენობა, ან გარდაცვალების შემთხვევები იყოს ერთეული.

„ჩვენი კლინიკური სექტორი არ გამოდგა სუსტი, რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ვერ გაუძლებდა ჩვენი კლინიკური სექტორი ავადმყოფების დიდი რაოდენობით მოწოლას. ახლა გვყავს ავადმყოფების დიდი რაოდენობა, დღეში 300 და ბოლო პერიოდში სულ რვა გარდაცვლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში, 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 200-ს აჭარბებს. 26 სექტემბერს ქვეყანაში ინფიცირების 296 შემთხვევა გამოვლინდა. 

საერთო ჯამში, პანდემიის დაწეყებიდან დღემდე, საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსის 4960 შემთხვევა. ინფიცირებულთა 37% (1819) გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად უკვე 28 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]