weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით 34-ე პაციენტი, 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

16:29 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დღეს ეს კორონავირუსის შედეგად პაციენტის გარდაცვალების მეორე, პანდემიის დაწყების შემდეგ კი 34-ე შემთხვევაა.

მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 26 სექტემბერს, ქუთაისიდან შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტს COVID-19-თან ერთად, ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

„ჰქონდა ფილტვის ქრონიკული დაავადება, ასევე ტუბერკულოზი. იყო კოვიდ-დადასტურებული შემთხვევა. დღემდე ჩვენთან აგრძელებდა მკურნალობას. დილის 10 საათზე საჭირო გახდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ამ ღონისძიებების მიუხედავად, გარდაიცვალა“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის გარდა მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

29 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 225 აჭარას უკავშირდება, 35 – თბილისს, 22 – იმერეთს, 18 – სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს. 9 შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლში, 3 – სამცხე ჯავახეთში, თითო-თითო კი გურიასა და ქვემო ქართლში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]