weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მოქალაქეებს ეძებენ

13:08 პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯოჭოში ამ დრომდე ეძებენ მოქალაქეებს, რომლებიც წუხელ ჩამოწოლილმა მეწყერმა მოიყოლა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კოტე ანანიაშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულია 4 ადამიანი, მათგან სამი საცხოვრებელ სახლში, ერთი კი ავტომობილში იმყოფებოდა.

სტიქია სოფელ ჯოჭოში პირველ ოქტომბერს ღამით მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოწყვეტილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, სადაც დედ-მამა და მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდნენ. მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილში ორი მამაკაცი იყო.

მაშველებმა მდინარე სატეხიადან წუხელ ამოიღეს ავტომობილი, თუმცა მასში არავინ აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. უწყების ინფორმაციით, წუხელ და დღეს აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]