ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7564 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3992 გახდა.
კორონავირუსის შედეგად საქართველოში ჯამში 48 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან ორი – ბოლო 24 საათის განმავლობაში.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროში – 1100.
საქართველოში დღე-ღამეში გამოვლენილ ახალი შემთხვევები უკვე მესამე დღეა, რაც 400-ს აჭარბებს. გუშინ 2 ოქტომბერს გამოვლენილი იყო 453 შემთხვევა, ხოლო 1 ოქტომბერს - 448.