weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, კრიტიკულად მძიმეა 35-ის მდგომარეობა

12:04 შაბათი, 03 ოქტომბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 48 გახდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაშია: „ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მეორეზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოვიპოვე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ენდელაძემ.

დღეს ქვეყანში კორონავირუსის 3572 აქტიური შემთხვევაა.

„აქტიური შემთხვევებიდან 35-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა. 8 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმყვანილი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 360 აჭარაზე მოდის.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7564 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3992 გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]