weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:42 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 8696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4619​ უკვე გამოჯანმრთელებულია. ბოლო 24 საათში განიკურნა 375 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად, ბოლო დღე-ღამეში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 52 ადამიანი.

დღეს კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა - 1100.

გუშინ, 4 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. 3 ოქტომბერს COVID-19-ის 471 ახალი შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]