weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა – ენდელაძე

12:18 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 99 თბილისს უკავშირდება. გუშინ თბილისში ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა იყო.

„ყველაზე მთავარია, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ძირითადად აქ იმართება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. იქნებ როგორმე თბილისი გადაურჩეს ასეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ ჟურანლისტებთან.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, აჭარაში გამოვლინდა 348 ახალი შემთხვევა (გუშინ 416 იყო), იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1, გურია – 3, კახეთი – 3, შიდა ქართლი – 4, ქვემო ქართლი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, 4 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]