weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2021

აჭარაში COVID-19-ის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში – 111, იმერეთში – 91

11:39 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 hits 496

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. წინა დღესთან შედარებით, დღეს ვირუსის 41-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4518 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ამჟამად საქართველოში სულ 9753 შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. შესაბამისად, 4518 აქტიური შემთხვევა გვაქვს. ამ აქტიური შემთხვევებიდან 58 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათგან 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით, შემცირდა, თბილისსა და იმერეთში კი გაიზარდა.

„აჭარაში საერთო დადასტურებული შემთხვევბის 51%-ია, რაც 259 ახალი შემთხვევაა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ცოტა იმატებს თბილისში და უკვე 22%-ია, 111 პაციენტი. იმერეთში გახლავთ 91 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში – 2-2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 62-ს მიაღწია. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარაში გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა (70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი), თერჯოლაში ერთი (88 წლის ქალი) და თბილისშიც ერთი (83 წლის პაციენტი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]